მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო მიტინგებმა გამოაჩინა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა პოლუსზეა - ირმა დაუშვილი

641c8b2aa6c77
თელარა გელანტია
23.03.23 22:00
610
კომპანია Dio-ს დამფუძნებელ ირმა დაუშვილის აზრით, მარტის დასაწყისში, აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტების განხილვის გამო, თბილისში გამართულმა მიტინგებმა ნათელი გახადა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა პოლუსზეა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. აღსანიშნია, რომ 7-8 მარტს - საპროტესტო აქციების პერიოდში ირმა დაუშვილი, რომელიც ბიზნეს-ასოციაცია “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც არის და ბიზნესფედერაციის წევრ 15-მდე ქალთან ერთად, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ქალთა საერთაშორისო ღონისძიებაში გაეროს „ქალთა სტატუსის კომისიაში“ მონაწილეობდა.

ირმა დაუშვილი ყვება, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს იმ ქართველებსაც შეხვდა, ვისაც ამერიკაში ბიზნესსაქმიანობას ეწევიან და საქართველოში ინვესტირების სურვილიც აქვთ, მაგრამ არასტაბილურობა აფიქრებთ.

- გულდასაწყვეტია, რომ შორიდან ჩვენი ქვეყნის პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება, ვიდრე ჩვენთვის, ვინც აქ ვცხოვრობთ. მათ აქვთ საქართველოში ინვესტირების სურვილი, მაგრამ მიმდინარე პროცესების გამო, ფიქრობენ, განახორციელონ თუ - არა ინვესტიციები.

- ყველაზე მეტად მაინც რა აფიქრებთ?

- ისინი უფრო უსმენენ იმ განცხადებებს, რომელიც პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით კეთდება, ვიდრე - ჩვენ, ვინც აქ სხვადასხვა ყოფითი პრობლემით ვართ დაკავებული და თან მაინც გვჯერა, რომ არ მიიღებენ რუსულ კანონებს და ა.შ. ისინი უფრო უსმენენ ამ შეფასებებს და შორიდან ძალიან შემაშფოთებელი იყო ეს ყველაფერი უმრავლესობისთვის, ვისაც იქ შევხვდი. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი, მაგრამ ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს სასამართლო სისტემის რეფორმა. მაგალითად, აშშ-ში მოქალაქეები პირდაპირ საუბრობენ, რომ არ ეშინიათ არაფრის, რადგან აქვთ სასამართლოს იმედი, ამიტომ იქ ნებისმიერი კანონპროექტი შეიძლება განიხილო, იმსჯელო და გქონდეს მიმღებლობა ან - პირიქით, მაგრამ გაქვს დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი. ჩვენს ქვეყანში კი ასეთი კანონები შემაშფოთეელია და პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე... ამ მიტინგებმა გამოაჩინა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა პოლუსზეა და ამ კითხვას იქ პირდაპირ სვამდნენ...

- რას პასუხობდით?

- ეს იყო ახალგაზრდების გამოსვლა... იმ დღეებში ჩვენ ნიუ-იორკიდან ვადევნებდით თვალ-ყურს ამ პროტესტს და ჩემთვის 9 აპრილის გამეორებას ჰგავდა ეს ყველაფერი და ზუსტად ვიცოდი, რა შეფასება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, რომ აი, რა უნდა აქციაზე 19 წლის ახალგაზრდებს და ა.შ. მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ძალა ახალგაზრდობაშია და ყველა თაობას თავისი შესასრულებელი მისია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები