მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლოს სარაკეტო თავდასხმა კიევზე 1941 წელს მოხდა... რუსეთი მსოფლიოდან უნდა გავაძევოთ“ - კულება

62186a6851cd6
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 09:30
962
25 თებერვლის დილის საათებიდან, კიევში აფეთქების ხმები ისმის. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც ჭურვის ნაწილები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. კიევის მერის ინფორმაციით, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კიევზე თავდასხმის შესაბამისი კადრები კი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კიევში რაკეტის ნამსხვრევების საცხოვრებელ კორპუსში მოხვედრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს შეადარა. ამის შესახებ მან განცხადება Twitter-ზე განათავსა:

„რუსეთის შემზარავი სარაკეტო დარტყმები კიევზე. ბოლოს ამგვარი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს ხდებოდა, როდესაც მას ფაშისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და ამ ბოროტებასაც დაამარცხებს. უნდა გავაჩეროთ პუტინი. რუსეთი იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ. გავწყვიტოთ ყველა კავშირი. რუსეთი მსოფლიოდან უნდა გავაძევოთ“, - წერს კულება Twitter-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები