Booking.com-მმა რუსეთში და ბელარუსში მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Booking.com-ის აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ ქსელ LinkedIn-ში წერს.
„ყოველდღიურად, როცა უკრაინაში ომის დესტრუქციულობა იზრდება, რეგიონში ბიზნესის კეთების სირთულეები იზრდება. ამ სირთულის გამო, რომელიც მოიცავს სანქციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეზღუდვებს, ჩვენ ვაჩერებთ ტურისტულ მომსახურებას რუსეთსა და ბელორუსში“,- განაცხადა გლენ ფოგელმა.
რუსეთსა და ბელარუსში საქმიანობა შეაჩერა Airbnb-მაც.
წყარო: Meduza.io