მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი "ლოქდაუნის" დროს წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს - BBC

625677e504372
მარიამ ადამია
13.04.22 15:17
1262

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, მისი მეუღლე და კანცლერი რიში სუნაკი, COVID-19-ის ლოქდაუნის დროს, წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.


ჯონსონმა იანვარში აღიარა, რომ თითქმის ორი წლის წინ, როდესაც ჯანმრთელობის შეზღუდვები მოქმედებდა, დაუნინგ-სტრიტის წვეულებას დაესწრო. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სამივემ პოლიციისგან ჯარიმის შესახებ შეტყობინება მიიღო. 

ინფორმაციისთვის, ბორის ჯონსონი, მისი მეუღლე და კანცლერი - რიში სუნაკი, 2020 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის დაბადების დღეზეცაა შემჩნეული. 

ადგილობრივი პოლიცია კი, ლოქდაუნისა და წესების დარღვევის ფაქტებს, ბრიტანეთის მთავრობასა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში უკვე იძიებს. ამ დროისთვის, ჯამში, 50-ზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები