მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი უკრაინას უფრო მეტ სამხედრო დახმარებას ჰპირდება

625efd4c13805
თამთა ჯიჯავაძე
19.04.22 22:13
854
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას უფრო მეტ სამხედრო დახმარებას ჰპირდება. BBC-ის ცნობით, ჯონსონმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს მომენტით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში.

„ამიტომაც ჩვენ ვზრდით ისეთი ტიპის სამხედრო დახმარებას, რაც უკრაინელებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მიმდინარე ომი „საარტილერიო კონფლიქტად“ იქცა.

ცნობისთვის, დასავლელმა ლიდერებმა სატელეფონო ზარის დროს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს. საუბრის დროს, რომელიც 90 წუთს გაგრძელდა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო.

საუბრის შემდეგ კი, იაპონიამ განაცხადა რომ გეგმავს უკრაინას სესხი 100 მლნ დოლარიდან 300 მლნ დოლარამდე გაუზარდოს. ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მისცემს ფინანსურ რესურსებს იარაღის საყიდლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები