მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომი" საექსპორტო ქვეყნებში მარაგის შექმნაზე მუშაობს

5e79cabc869fa
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 19:40
4366
„ბორჯომი“ საექსპორტო ქვეყნებში მარაგის შექმნაზე მუშაობს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოში“ განუცხადეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ექსპორტის მიმართულებით კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ჯერ პრობლემები არ შექმნიათ და მინერალური წყლის ექსპორტს ტრადიციულ ბაზრებზე შეუფერხებლად აწარმოებენ.

„მოგეხსენებათ, „ბორჯომი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ამ ეტაპზე თითოეულ საექსპორტო ქვეყანაში ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ამჟამად ჩვენი გეგმების შესაბამისად ვაგრძელებთ „ბორჯომი“-ს ექსპორტზე გატანას. ვაანალიზებთ არსებულ სიტუაციას და ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაში. რისკების თავიდან აცილების მიზნით უკვე ვმუშაობთ ჩვენს საექსპორტო ქვეყნებში მარაგის შექმნაზე”, - აცხადებენ „აი დი ეს ბორჯომი საქართველოში“.

აღსანიშნავია, რომ „აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ მონაცემების მიხედვით, ექსპორტის მიმართულებით 2020 წლის იანვარ-თებერვალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ექსპორტის 20%-ანი ზრდა იყო.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ ქარხნებში "ბორჯომის" ბრენდის ქვეშ პროდუქციის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები