1965 წელს იტალიური წარმოშობის ამერიკელმა, ფრედ დელუკამ გადაწყვიტა აეხდინა საკუთარი ოცნება – გამხდარიყო მედიცინის დოქტორი. განათლების საფასურის გადახდის წყაროს ძიებისას კი, ოჯახის მეგობარმა სენდვიჩების მაღაზიის გახსნა შესთავაზა. დოქტორი პიტერ ბაკი, 1000 დოლარიანი სესხით, ფრედის პარტნიორი გახდა და ამ საქმიანმა ურთიერთობამ, რომელიც ნელ-ნელა განვითარდა, სწრაფი კვების დარგში არსებული ლანდშაფტი შეცვალა. პირველი მაღაზია ბრიჯპორტში, კონექტიკუტში 1965 წლის აგვისტოში გაიხსნა. პარტნიორებმა 10 წელიწადში 32 რესტორნის გახსნა დაისახეს მიზნად. ფრედმა მალევე შეისწავლა ბიზნესის წარმოების საფუძვლები, საწარმოო ხარჯების დაზოგვისა და საუკეთესო ადგილმდებარეობის შერჩევის მნიშვნელობა და ამგვარმა გაკვეთილებმა საფუძველი ჩაუყარეს SUBWAY-ს წარმატებული რესტორნების ქსელს მთელს მსოფლიოში, რომელიც რესტორნების რაოდენობით გიგანტ, მაკდონალდსაც კი აჭარბებს და მიუხედავად პანდემიური კრიზისისა მაინც უწყვეტად განაგრძობს განვითარებასა და ზრდას. რა გზა გაიარა ბრენდმა ამ წარმატებამდე და როდის და როგორ დაიწყო SUBWAY-ის ისტორია საქართველოში?