დიდი ბრიტანეთი კოვიდ-ვაქცინების დოზების შერევას განიხილავს. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კლინიკური კვლევები ჩატარდება Moderna-სა და Novavax-ის ვაქცინებზე, რომლის მიზანია გაარკვიოს რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება განსხვავებული ვაქცინების მიღება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის მიხედვით, Moderna-სა და Novavax-ის ვაქცინების კლინიკური კვლევები რამოდენიმე თვე გაგრძელდება.
გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე კლინიკური კვლევების მეორე ეტაპზეა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის და Pfizer-BioNTech-ის თავსებადობა.
კვლევაში მონაწილეობა დაახლოებით 800-მა ადამიანმა მიიღო, მათგან ყველამ ერთი დოზა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ, მეორე დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გაიკეთა და როგორც ოქსფორდის ვაქცინების ჯგუფის ხელმძღვანელი მეთიუ სნეიპი აცხადებს, ზუსტი შედეგები ზაფხულისთვის გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე შედეგები დამაკმაყოფილებელია, თუმცა არის რაღაც ნიშნები იმისა, რომ ვაქცინის დოზების არევით უფრო ძლიერი იმუნური რეაქცია მივიღოთ“, - განაცხადა მეთიუ სნეიპმა.
აღსანიშნავია, რომ Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დიდ ბრიტანეთში აპრილიდან დაიწყო, ხოლო Novavax-ის ვაქცინა ამჟამად კლინიკურ კვლევებს გადის ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელ სააგენტოში.