"ჩემს მეუღლეს ბრიტანეთიდან დაბადების დღის საჩუქარი, “მარკს & სპენსერის” ტანისამოსი გამოუგზავნეს. მას “Made in Georgia - დამზადებულია საქართველოში” აწერია.
ეს პატარა “გზავნილი”, კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მზარდი სავაჭრო კავშირებისა”
#დამზადებულიასაქართველოში",- წერს ბრიტანეთის ელჩი.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში მდებარე სამკერვალო ფაბრიკებში ტანსაცმელი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდისთვის იკერება.