დიდი ბრიტანეთის მთავრობა ლონდონის სატრანსპორტო ოპერატორს $2 მილიარდის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ლონდონის სატრანსპორტო ოპერატორის განცხადებით, ტრანსპორტი კოლაფსშია, რადგან მგზავრთა ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანია Transport for London (TfL)-ის განცხადებით, რომლებიც ქალაქში ორსართულიანი წითელი ავტობუსების ოპერირებას ახორციელებს, მათი შემოსავლები 90%-ით შემცირებულია, რაც კორონავირუსის მიერ დაწესებული საგანგებო მდგომარეობით არის განპირობებული.
როგორც Transport for London (TfL)-ი აღნიშნავს, მგზავრთა ნაკადი ლონდონის მეტროს 95%-ით შეუმცირდა, ხოლო ავტობუსებს - 85%-ით.
ლონდონის სატრანსპორტო ოპერატორის კომისრის მაიკ ბრაუნის განცხადებით, აღნიშნული ფინანსური დახმარება საშუალებას მისცემს საგზაო ტრანსპორტს დაუბრუნდეს ოპერირების ჩვეულ რეჟიმს უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ.