მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ხდება

6356965abbd04
გიორგი არონია
24.10.22 17:47
897
ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის საჭირო 100 ხმა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, სახელმწიფო ხაზინის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რიში სუნაკმა მიიღო - ამგვარად, სუნაკი კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, - ამის შესახებ BBC-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე, პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის თავად თემთა პალატის ლიდერი, პენი მორდონტიც განიხილებოდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, საკუთარი კანდიდატურა მან თანაპარტიელებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის სტაბილურობის სასიკეთოდ მოხსნა.

რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრად არჩევას გამოეხმაურა შოტლანდიური კონსერვატიული პარტიის ლიდერი, დუგლას როსი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თანამდებობისთვის, სუნაკი "წარმოუდგენლად შესაფერისი კანდიდატია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები