მათივე ცნობით, ბრიტანეთის მხრიდან ეს ნაბიჯი მისი სანქციების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად მოსკოვის დასჯას ისახავს.
58.5 მეტრის სიგრძის იახტა Phi, ლონდონის ფინანსურ უბანში დააკავეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში გემს აკავებს.
როგორც ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, იახტა რუსი ბიზნესმენის საკუთრებაშია, თუმცა არ დაუსახელებიათ კონკრეტულად ვის ეკუთვნის.