მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა კრემლთან დაკავშირებულ კიდევ ორ პირს დაუწესა სანქციები

622117ec51c7c
თამთა ჯიჯავაძე
03.03.22 23:29
866
დიდმა ბრიტანეთმა კრემლთან დაკავშირებულ კიდევ ორ პირს დაუწესა სანქციები. როგორც ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი იტყობინება, ესენია ოლიგარქები - ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი.

„რამდენ ხანსაც პუტინი გააგრძელებს მის ბარბაროსულ თავდასხმებს უდანაშაულო უკრაინელებზე, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ძალისხმევის გამოყენებას, რაც გვაქვს, რათა მივაყენოთ მაქსიმალური ეკონომიკური ტკივილი პუტინს და მის ომის მანქანას“, - აცხადებს ჯონსონი.

ცნობისთვის, ალიშერ უსმანოვი უზბეკეთში დაბადებული რუსი მილიარდერია, ხოლო იგორ შუვალოვი რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები