მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩის ქონება გაყინა

6229c71e7f3ae
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.22 13:36
1622
დღეს დიდმა ბრიტანეთმა მორიგი რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მიიღო სანქციები. მათ შორისაა გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები მილიარდერი რომან აბრამოვიჩიც.

Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული.

აბრამოვიჩთან ერთად სანქციები დაუწესდათ ოლიგარქებს იგორ სეჩინს; ანდრეი კოსტინს; ალექსეი მილერს; ნიკოლაი ტოკარევს; დიმიტრრი ლებედევს და ოლეგ დერიპასკას.

აბრამოვიჩის აქტივების დაყადაღებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა, რომელიც აღნიშნავს, რომ მთავრობა იზრუნებს, რათა დღევანდელ სანქციებს საფეხბურთო კლუბ ჩელსის საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს. შესაბამისად, კლუბში ხელფასების გადახდა და სხვა საოპერაციო ხარჯები არ შეჩერდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები