მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა რუსული თხევადი გაზის იმპორტი აკრძალა

635f72367e01a
გიორგი თოლორდავა
31.10.22 15:52
625
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2023 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი გაზის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

"2023 წლის პირველი იანვრიდან დიდი ბრიტანეთი სრულად წყვეტს რუსული თხევადი გაზის იმპორტს და მხარს უჭერს სხვა ქვეყნებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია და შემზღუდავი ზომა მიიღო, მათ შორისაა, რუსული გაზის, ნავთობის, საწვავისა და ქვანახშირის იმპორტის ეტაპობრივი შეზღუდვა და წლის ბოლომდე მათი სრულად აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების მხრივ დიდი ბრიტანეთი რუსეთზე არსებითად არ არის დამოკიდებული. მოთხოვნის თითქმის ნახევარი ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის კი აშშ და ნორვეგიაა.

საერთო ჯამში, გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში 3.1 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი განხორციელდა, რაც საერთო მოხმარების მხოლოდ 4% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები