დიდ ბრიტანეთში დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მასშტაბური გაფიცვაა დაგეგმილი. როგორც Reuters-ი წერს, გაფიცვაში მონაწილეობას ათობით ათასი ექთანი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები აპირებენ. ისინი ხელფასების ზრდას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ექთნებმა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ცალ-ცალკე. ახლა კი ისინი ერთიანდებიან, შედეგად, დღევანდელი პროტესტი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 75-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.