გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება - თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს და 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.
ბრიტანეთში ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც 6.2%-იან ნიშნულზეა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 5.8%-ისა.
ინფლაციის დონის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ფონზე, არა არის გამორიცხული, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა დაგეგმილზე მეტად გაამკაცროს.