მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში მასშტაბური ექსპერიმენტი იწყება - დასაქმებულები 100%-იან ხელფასს სამუშაო საათების 80%-სთვის აიღებენ

629e5557bd016
ალა ისპირიანი
07.06.22 00:18
1521
დიდ ბრიტანეთში ორშაბათიდან ოთხდღიანი სამუშაო კვირის პილოტირებას იწყებენ. საცდელ პერიოდში, რომელიც ექვს თვეს გაგრძელდება, მონაწილეობას დაახლოებით 70 კომპანია და 3000 დასაქმებული იღებს.

საცდელი პერიოდის განმავლობაში, მონაწილე კომპანიების თანამშრომლები ხელფასის 100%-ს აიღებენ, მაშინ როდესაც მუშაობას ამ დრომდე არსებული სამუშაო საათების მხოლოდ 80%-ს დაუთმობენ. პროექტის მიზანი მათი პროედუქტიულობის გაზრდაა. 

BBC-ის ცნობით, ექსპერიმენტის ორგანიზებაში მონაწილეობას ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორები, ასევე ამერიკული ბოსტონის კოლეჯის ექსპერტები ორგანიზაცია Autonomy-სთან ერთად მიიღებენ.

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ დრომდე არსებული სამუშაო საათების 80%-შიც შეგიძლია მიაღწიო 100%-იან პროდუქტიულობას.

ცნობისთვის, ამ დრომდე 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის ინიციატივები ბრიტანეთის გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის ახალ ზელანდიასა და იაპონიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები