მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში რიტეილ-გაყიდვები ნაწილობრივ აღდგა

6061bf8818c62
თათია კაკიაშვილი
29.03.21 20:25
660

დიდ ბრიტანეთში რიტეილ-გაყიდვებმა თებერვალში 2.1%-ით მოიმატა, რაც იანვარში ჩავარდნილი გაყიდვების შემდეგ, მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განცხადებით, საცალო სექტორის გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს ახლა მხოლოდ 3.7%-ით ჩამორჩება.

სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ სურსათის და შერეული პროდუქციის მაღაზიები სრულად გაიხსნა, ტანსაცმლის მაღაზიებისგან განსხვავებით, სადაც კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა.

თებერვალში გაყიდვებმა განსაკუთრებით გარე ავეჯის და წვრილმანი საოჯახო ნივთების ნაწილშიც მოიმატა, ამის მიზეზად კი სახლში, დისტანციურად მომუშავე ადამიანების რიცხვის ზრდა და შესაბამისად, აღნიშნულ ინვენტარზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება.

რაც შეეხება საწვავს, დიდ ბრიტანეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის გაყიდვები მკვეთრად -  26.5%-ითაა შემცირებული, რადგან, ანალიტიკოსების თქმით, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები საწვავზე მოთხოვნას პირდაპირპროპორციულად ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები