ბრიტანული ავიახაზები British Airways-ი, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს ფრენებს ჰითროუდან შანხაის და პეკინის მიმართულებით, ფრენების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ განკარგულება ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით ძალაში შევა "დაუყოვნებელი ეფექტით". ამის შესახებ BBC-ი წერს.
"ჩვენ ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს უხერხულობის გამო, მაგრამ მომხმარებლების და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიმართულებით ფრენები გააჩერეს სხვა ავიაკომპნიებმაც, მათ შორის United Airlines-მა, Air Canada-მ და Cathay Pacific Airways-მა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.