მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ის მფლობელმა ესპანური ავიაკომპანია იყიდა - გარიგების ფასი 1 მლრდ ევროა

5dbfea92d4d2b
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 18:30
1062

საერთაშორისო ბრიტანულმა ავიაკომპანია IAG-მა, რომელიც British Airways-სა და Iberia-ს ფლობს, ესპანეთის ავიაკომპანია Air Europa იყიდა. როგორც დასავლური ბიზნეს-გამოცემები წერენ გარიგების ფასი 1 მილიარდი ევრო იყო, რაც დაახლოებით,  1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც საჰაერო ჰოლდინგის განცხადებაშია ნათქვამი, გარიგება ხელს შეუწყობს IAG-ს, კიდევ ერთხელ გახდეს ავიაბაზრის ლიდერი ევროპიდან ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების მიმართულებით. ამას გარდა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მადრიდი ევროპის ოთხ უმსხვილეს საჰაერო ცენტრს - ამსტერდამს, ფრანკფურტს, ლონდონსა და პარიზს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

როგორც IAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვილი უოლშმა განაცხადა, მის ჰოლდინგს დიდი გამოცდილება აქვს და  Air Europa-ს შეძენა ჯგუფისთვის სერიოზული სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

აღსანიშნავია, რომ Air Europa 2018 წლისთვის 66 თვითმფრინავს ფლობდა. კომპანია წლის განმავლობაში დაახლოებით, 11,8 მილიონ ადამიანს მოემსახურა.

ცნობისთვის: IAG-ი British Airways-ისა და Iberia-ს გარდა, Vueling-ს, Aer Lingus-სა და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Level-ს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები