მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრუნო ბალვანერა "ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხდება

62d4f7c7710e0
ნინო ტაბატაძე
18.07.22 10:30
1110
“ლიბერთი ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს აფართოებს და საბჭოში დამოუკიდებელ წევრად ბრუნო ბალვანერას იწვევს. ბრუნო ხუან ბალვანერა საბჭოში 4 წლის ვადით შევა, თუმცა ამისთვის საჭიროა ეროვნული ბანკისა და აქციონერთა კრების თანხმობა. საკითხზე აქციონერები 22 ივლისს იმსჯელებენ. 

ბრუნო ბალვანერას სხვადასხვა სექტორში მუშაობის 35-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. 2013-2018 წლებში  იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი   კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში. 2018-2020  წლებში კი, EBRD-ს მმართველი დირექტორი იყო ცენტრალურ აზიაში.

ამჟამად, „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭო  4 წევრისგან შედგება. საბჭოს ხელმძღვანელობს მურთაზ კიკორია. წევრები არიან: ირაკლი რუხაძე, მაგდა მაღრაძე და მამუკა წერეთელი.

ბანკის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრთა აღნიშნული რაოდენობა არ არის საკმარისი სისტემური მნიშვნელობის ბანკის ზომისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით. შესაბამისად, საჭიროა წევრთა რაოდენობის გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები