ლონდონის ICE ბირჟაზე გაზის ფასი იზრდება.
სექტემბრის ფიუჩერსები ფიქსირდება $455-ზე ათას კუბ.მეტრზე რაც დაახლოებით საფასურის 13%-იან ზრდას ნიშნავს.
იანვრიდან მოყოლებული, ევროპაში ფასები ბუნებრივ აირზე მცირდებოდა - ამის მიზეზი, ანომალიურად თბილი ზამთარი და კარგად შევსებული გაზსაცავები გახლდათ. თუმცა, ზაფხულის დადგომასთან ერთად ფასმა ზრდა დაიწყო, ივნისში ბუნებრივ აირზე საბირჟო ფასმა $500-საც მიაღწია 1000 კუბ/მ. ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა მის სამხრეთ ნაწილში მოსალოდნელი სიცხეების ახალი ტალღას უკავშირდება.
კერძოდ, ბუნებრივი აირით ვაჭრობის მთავარ ევროპულ ბაზარზე TTF მეგავატი-საათი 39 ევროს აღწევს, რაც გუშინდელთან შედარებით თითქმის 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო თვიურ ჭრილში ზრდა 25%-მდე აღწევს.