მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუსტერ-დოზით აცრილი 50 წელს გადაცილებული პირები 100 ლარიან წახალისებას მიიღებენ – გადაწყვეტილება

61efabd30bd92
ინგა მურუსიძე
25.01.22 11:48
2522
50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით აიცრებიან, წახალისების მიზნით 100 ლარს მიიღებენ, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.

როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს 100 ლარიან დანამატს 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები თებერვლის ჩათვლით მიიღებენ. 

საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელ, გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ასევე გადაწყდა, რომ პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, კიდევ ერთი თვით გაგრძელდება.

გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები