მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD ისევ ლიდერია – ჩინურმა კომპანიამ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გამოუშვა

64a289e9daf4f
გიორგი თოლორდავა
03.07.23 13:00
987
ჩინური ტექნოლოგიური კომპანია BYD ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას ისევ განაგრძობს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ თითქმის 700,000 ერთეული ელექტრომობილი და plug-in ჰიბრიდი გამოუშვა, რაც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

შედარებისთვის, იმავე პერიოდში ამერიკულმა Tesla-მ 479 ათასი ერთეული ელექტრომობილის გამოშვება შეძლო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინური BYD-ის გაყიდვები გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ილონ მასკის კომპანიის.

გასულ წელთან შედარებით BYD-ის წარმოების მაჩვენებელი და გაყიდვები გაორმაგებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

აღსანიშნავია, რომ BYD ამჟამად ძირითადად მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, BYD გლობალურ ბაზარზე სრულად მას შემდეგ გავა, რაც საწარმოო შესაძლებლობები გაიზრდება და ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები