მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Camille Bloch-ი საქართველოში $10 მილიონზე მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს

5fc5dec440fa2
თელარა გელანტია
01.12.20 10:11
1248
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch საქართველოში შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს, რომლის თანახმად, კომპანია, რომელსაც 91 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

როგორც სააგენტოში ამბობენ, 2021 წლის იანვარში დაიწყება პირველ 50 ჰექტარზე თხილის დარგვა, მთლიანობაში კი, პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს.

"კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და კომპანიის მფლობელს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის გუნდის ხელშეწყობით, კომპანიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და დამუშავების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში წარმოების დაწყების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოც", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები