მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cardeal.ge -ის სიახლეები მანქანის ყიდვის მსურველებისთვის

5f71dd693e7a4
BM.GE
28.09.20 17:54
4857
Cardeal.ge-ზე მუდმივი გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ვებგვერდი დღეიდან განახლდა და მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რაც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და ჩამოყვანის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.

პირველ რიგში, გაუმჯობესდა პროდუქტის დიზაინი და მომხმარებელი იმპორტთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხს იოლად მიიღებს. ვებგვერდის მეშვეობით მანქანის შეძენის მსურველს, წინა აუქციონების სტატისტიკაზე დაყრდნობით, უკვე დამოუკიდებლად შეუძლია ნახოს კონკრეტული აუქციონის მოგების საორენტაციო ფასი. ასევე, წინასწარ განსაზღვროს ავტომობილის ტრანსპორტირების ხარჯი და ნახოს მისი საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი.

Cardeal.ge-ს პლატფორმას ყოველთვიურად ნახევარი მილიონი ავტომობილი ემატება. ამ რაოდენობამ შეიძლება დააბნიოს საიტზე შემოსული მომხმარებელი. რადგან ხშირად ხდება ხოლმე, რომ მას გადაწყვეტილი აქვს ავტომობილის შეძენა, მაგრამ არ იცის რა კრიტერიუმებით აარჩიოს მოდელი, რომ მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება.

სწორედ ამიტომ, ბევრი გამოკითხვის, მომხმარებლების ტიპებისა და სურვილების გათვალისწინებით Cardeal-ს, ტრადიციული ფილტრების გარდა, განსაკუთრებული კატეგორიები დაემატა, რაც მანქანის შერჩევას მარტივ და სასიამოვნო პროცესად გარდაქმნის.

ეს კატეგორიებია:

ავტომობილები 3000$-მდე

ავტომობილები 5000$-მდე

ავტომობილები 10000$-მდე

ქალების რჩეული

ტოპ ჰიბრიდები

ქარდილერის რჩეული

წინა თვის მოთხოვნადი

ყველაზე ძიებადი



საიტს ასევე დაემატა ლაივ ბიდინგის “ცოცხალი აუქციონის” ფუნქცია. ეს პროფესიონალური ინსტრუმენტია, რომელიც პირდაპირ დაერთებულია COPART ისა და IAA-ს საერთაშორისო აუქციონებთან და cardeal.ge-დან შესაძლებელია პირდაპირ აუქციონზე მონაწილეობა. ლაივ ბიდინგი დილერებს საშუალებას აძლევს იაფად შეიძინონ ავტომობილი საზღვარგარეთ და საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ საბაზრო ფასად გაყიდონ.



შეგახსენებთ, რომ Cardeal.ge რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ავტოაუქციონებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

ონლაინ ავტომობილის შეძენა მომხმარებლისთვის საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან მანქანის თანხის გადახდის დროს ყველა ხარჯი გამჭირვალეა და ყველა ეტაპი ერთ ადგილსაა თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, Cardeal-ზე ავტომობილის შეძენა 30%-ით ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები