საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, გადაცემა “Bmg Drive” –ში განაცხადა, რომ „Catapult Georgia“, რომელიც ახლა თანხების მოძიების პროცესშია.
50 მილიონი დოლარის ინვესტირება ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში - ასეთია პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის - Catapult Georgia One-ს მიზანი, რომლის უკან სილიკონის ველის ერთ-ერთი წარმატებული ვენჩურული ფონდი Catapult VC დგას. Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გასული წლის 16 ნოემბერს გაიმართა.
“კატაპულტ ჯორჯიასა” და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული პარტნიორობის თანახმად, სახელმწიფო ფონდში 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება წარმოდგენილი, $15-20 მილიონი კი ამერიკული ფონდის წვლილი იქნება, დანარჩენი თანხის მობილიზებას კი Catapult Georgia ადგილობრივი, ქართული კომპანიებისგან აპირებს.
"კატაპულტის ფონდი არის პირდაპირ ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შედეგი. ასეთმა ფონდმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მიმზიდველია მათ შორის ამერიკული ვენჩურული ინვესტიციისთვის და გადაწყვიტეს ვენჩურული ფონდი გაეხსნათ. ჯერ სტარტაპების დაფინანსებაზე ეს ფონდი არ გადასულა. იგი თანხების მოძიების პროცესშია. დაინტერესებაა არა მარტო ქართველი ინვესტორების მხრიდან, არამედ ამერიკელი ინვესტორების მხრიდანაც.
როდესაც საქართველოშია ვენჩურული ფონდი, ქართულ ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტი მოგება რჩება. ასევე დღეს საქართველოში არიან ქართველი ინვესტორები, რომლებსაც სურთ ინოვაციურ სტარტაპებში ინვესტიცია განახორციელონ, მაგრამ არ იციან როგორ. ასეთი ვენჩურული ფონდი სწორედ ის შესაძლებლობაა, ამ ფონდის მეშვეობით ქართველ ინვესტორებს შეუძლიათ ქართველი სტარტაპების ინვესტორები გახდნენ, იმ პროცესით, რომელიც აშშ-ია მიღებული", - განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.