ცენტრალური საარჩევნო კომისიის დროებით თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ახალი კონკურსიც გამოცხდდა. დღეს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეობა 4 პირს სურს:
თამაზ ფოლადაშვილი; თენგიზ თევზაძე; გიორგი შაიშმელაშვილი და გიორგი კალანდარიშვილი.
ასარჩევია ასევე ცესკო-ს წევრიც. ვაკანსიაზე განაცხადი 7-მა პირმა წარადგინა:
ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და
გია ცაცაშვილი.