ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების II ტურის პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
თბილისში არსებული 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 740 უბანი, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძე ლიდერობს.
კერძოდ, კახა კალაძეს 55.55% აქვს, ხოლო ნიკა მელიას - 44.44%.