მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში - რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

2132131

თუ გსურს, ისწავლო პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები და დაიწყო სვლა მომავალი სამეწარმეო წარმატებისკენ, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Mastercard-ის ფინანსური წიგნიერების პროგრამა გთავაზობს შესაძლებლობას მიიღო მონაწილეობა საბაზისო ფინანსური განათლების მოდულში. ეს უნიკალური პროექტი შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და მომავალ ანტრეპრენერებს. პროექტი ფოკუსირდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა თემებზე და ემსახურება მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერებას.

ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ფინანსების, ბიზნესის, მარკეტინგისა და ინოვაციების ლექციებსა თუ ვორქშოფებს. საბაზისო ფინანსური განათლების მოდული უპასუხებს მთავარ კითხვას - როგორ ვაქციოთ ჩვენი იდეები რეალობად, დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი და მივიღოთ ფინანსური სარგებელი.

როდის იწყება პროექტი?

პროექტი დაიწყება 2024 წლის 3 თებერვალს და მომდევნო სამი შაბათის განმავლობაში, 10 ლექციის ფარგლებში დაფარავს საბაზისო ფინანსური განათლების მოდულს.

სად დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს.

რას მიიღებ ჩვენი პროგრამისგან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები