ალკოჰოლის მწარმოებელი ქართულმა სტარტაპმა Charles Rullo-მ უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალურ NFT კოლექცია გამოუშვა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
ამ დროისთვის Charles Rullo For Ukraine კოლექცია პლატფორმა Opensea-ზეა განთავსებული და ივაჭრება.
„ძვირფასო ვოიაჯერებო, გამოვუშვით, Charles Rullo For Ukraine (CRFU) სპეციალურ კოლექცია, რომელიც 10 000 იდენტური NFT-გან შედგება. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის კრიპტოვალუტის ოფიციალურ ანგარიშზე.
თითოეული CRFU NFT ჩვენი ბრენდის ციფრულ მედალს წარმოადგენს, იმის სამახსოვროდ, რომ ერთად ვიდექით ისტორიის სწორ მხარეს!
ფასი: 0.004 ETH (ეს არის საწყისი ფასი. შეგიძლიათ თქვენი შემოთავაზებაც გააკეთოთ ამ ფასის ზემოთ).
დიდება უკრაინას!“ - წერია სტარტაპკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, Charles Rullo-მ პირველი NFT კოლექცია OpenSea-ზე სულ რამდენიმე დღის წინ 22 თებერვალს განათავსა.