საპარტნიორო ფონდი სასტუმროს წლიურ იჯარაში - $3 მილიონს, ხოლო მის სრულად გასხვისებაში $37.6 მილიონს ითხოვდა.
დღეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ხელახალი აუქციონი მომდევნო ორ კვირაში გამოცხადდება.
"უახლოეს ორ კვირაში ალბათ ბორჯომი-ლიკანის სასტუმრო გამოვა გასაყიდად მთლიანად და შესაბამისად, ესეც ერთი ნაბიჯი იქნება. ასევე კომპანია „პანექსი“, საიდანაც ნაწილობრივ გამოვედით და ალბათ სრულად გამოვალთ. მიდის საუბარი, რომ დროზე ადრე თავისი ვალდებულება გამოისყიდოს ისრაელის კომპანია Elbit-მა და ა.შ,"- განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი ყაზახებისგან 2018 წლის ივნისში გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე - გასული წლის მაისში კი, Rixos, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2018 წელი 4.5-მილიონიანი ზარალით დაასრულა.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2018 წელი 4.5-მილიონიანი ზარალით დაასრულა.