რა მიმართულებით მოხდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებების შეტანა ჯერ ისევ უცნობია, ხარჯების შემცირებაზე და დაანონსებული პროექტების შეჩერებაზე უკვე საუბრობენ თბილისის მერიაში, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რომელ პროექტებზე მოგვიწევს უარის თქმა. მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა თბილისის მასშტაბით რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ტენდერიც უკვე გამოცხადდა და უფრო მეტიც ხელშეკრულებაც დაიდო. რა მიმდიანარე პროექტების განხორციელება გადაწყვიტა თბილისის მერიამ, რომელიც საგზაო გამზირების რეაბილიტაცია დაიწყება უკვე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ?