მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეჩნეთში გროზნო-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დაწყება სურთ - მედია

64acfb42f32d2
გიგა ბენია
11.07.23 11:00
506
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი რამზან ჩერხიგოვი Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორს, ედუარდ ტეპლიცკის შეხვდა. შეხვედრაზე გროზნო-თბილისის მიმართულებით ავიაფრენების დაწყება განიხილეს. ჩეჩნეთში იმედოვნებენ, რომ ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს გროზნო-თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ინფორმაციას ჩეჩნური მედია ავრცელებს.

“ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ნაწილში, ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე გამოიკვეთა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის არაერთი მიმართულება, მათ შორის, ფრენები სოჭის, ვოლგოგრადის, თბილისისა და ჯედას მიმართულებით“, - განაცხადა რამზან ჩერხიგოვმა.

ჩერხიგოვმა იმედი გამოთქვა, რომ გაწერილი გეგმების განხორციელება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას იქონიებს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.

ცნობისთვის “აზიმუტი” პირდაპირ რეისებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები