Check in Georgia-დან Starring Georgia-მდე: ბიზნესის მოლოდინი
BM.GE
21.04.23 16:25
• 314
Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის გაცხადებული მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ყოველ შემთხვევაში ეს არის მთავრობის ჩანაფიქრი. ამ იდეის განხორციელებით ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება, ისეთი პოპულარული არტისტების, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს დაანონსებულ კონცერტებს ტურისტულ ნაკადებზე საქართველოში, რომელი ქვეყნების დაინტერესება შეიძლება მოჰყვეს მას და ხომ არ არის დაგვიანებული კონცერტების ანონსი?