მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ... მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი მატებაა

6082bf6891362
BM.GE
23.04.21 16:28
766
ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" სალიცენზიო ობიექტებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. ისინი სახელფასო ანაზღაურების 50%-იან მატებას ითხოვენ. მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა "ჯორჯიან მანგანეზმა".

კომპანია აცხადებს, რომ პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდენენ, რომ თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება.

"ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსესუსის მიღწევაზე, კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, პროფკავშირებთან წარმოებული არაერთი შეხვედრის და ინტენსიური მოლაპარაკების საფუძველზე, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

კერძოდ, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები