Adventure 2022 - ჭიათურაში სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი საზოგადოებას მომავალ წლამდე დაემშვიდობა.
Adventure 2022, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით შედგა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მისცა სამი დღის მანძილზე ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქალაქის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას და ჩართულიყვნენ ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ფესტივალის მიზანი ჭიათურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.
ფესტივალისთვის წინასწარ შეირჩა ტურისტული პოტენციალის მქონე ლოკაციები: ჭიათურა, კაცხი, სვერი, მანდაეთის ტბა, კოტიკას და ძუძუანას მღვიმე.
"ის უნიკალური ტურისტული შესაძლებლობები, რაც მთელს იმერეთს და მათ შორის, ჭიათურასა და ზესტაფონს აქვს, მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ და ვაქციოთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრების წინაპირობად. სწორედ ამიტომ გახლავთ „ჯორჯიან მანგანეზი“ Imereti Tour-ის დაფუძნების ინიციატორი და ამ ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი”, - განაცხადა "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
"ჭიათურას აქვს უდიდესი პოტენციალი, იმისათვის რომ საქართველოს ტურისტულ რუკაზე მოინიშნოს, როგორც სათავგადასავლო ადგილი. ეს ქალაქი თანაბრად მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რაც დადასტურდა ფესტივალის პირველივე დღეს. “ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მხარდაჭერითი მოვახერხეთ წარმოგვეჩინა ყველა ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ ქალაქს და რეგიონს გააჩნია. მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ჭიათურა, რომელიც მადნის მოპოვებასთან ასოცირდება სხვა თავალით დაგვენახა. ამ მასშტაბის ფესტივალს ჭიათურამ პირველად უმასპინძლა და ვფიქრობ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით ნამდვილად ახალ და კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც აუცილებლად პოზიტიურად აისახება რეგიონზე, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას,” განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია პატარიძემ.
სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი მომავლ წელსაც ჩატარდება და ღონისძიების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება.
R