მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

China Southern Airlines-მა თბილისის მიმარულებით დღევანდელი და 27 იანვრის ავიარეისი გააუქმა

5e2c55d4bedb5
თელარა გელანტია
25.01.20 18:50
939
თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა.

ამის შესახებ bm.ge-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, ავიაკომპანია China Southern Airlines-ის გადაწყვეტილებით, ასევე გაუქმებულია 27 იანვრის ავიარეისიც.

„წინა წლებშიც გვქონია მსგავსი პრაქტიკა. ავიარეისების გაუქმება უკავშირდება ჩინურ ახალ წელს და არა - კორონავირუსის გავრცელებას”, - აცხადებენ  ავიაკომპანიაზე დაყრდნობით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

China Southern Airlines-ი პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით ახდენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები