მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი ევროპულ ბრენდებს ბავშვების არაჯანსაღი პროდუქციის წარმოებაში ადანაშაულებს

60b8dbe3f3b1f
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.21 21:57
737
ჩინეთი ევროპულ ბრენდებს არაჯანსაღი პროდუქციის წარმოებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, პროდუქტები ბავშვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ვებგვერდზე ჩამოთვლილია 81 საქონელი, რომლებიც ისეთ ცნობილ ევროპულ ბრენდებს ეკუთვნის, როგორიც Nike-ი, H&M-ი და Zara-ა.

ასევე, ჩამონათვალში შედის ისეთი ნივთები, როგორიცაა ბავშვთა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კბილის ჯაგრისები და ბოთლები. აღნიშნულ პროდუქტებზე კვლევები 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე ჩატარდა.

ვებგვერდის მიხედვით, H&M-ის გოგონების კაბების ცხრა პარტია შეიცავს "მავნე საღებავებს, რომლებიც შეიძლება ორგანიზმში კანის მეშვეობით მოხდეს და საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას“.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის განცხადებები ვრცელდება Zara-ს, Nike-ის, Gap-ის პროდუქციასთან დაკავშირებითაც.

გამოცემა წერს, რომ Nike-ს, H&M-ს, Zara-ს და Gap-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები