ჩინეთი Microsoft-ზე კიბერთავდასხმას უარყოფს. ოფიციალური პეკინის განცხადებით, ბრალდება აშშ-ს და მათი მოკავშირეების მიერ შეთხზული ამბავია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟაო ლიჯიანის განცხადებით, აშშ-მა მოკავშირეები ჩინეთის უსაფუძვლო კრიტიკაში აიყოლია და კიბერუსაფრთხოების დარღვევაში დაადანაშაულა.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ს განცხადებას მხარი დიდი ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ დაუჭირა. ქვეყნების განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული კიბერთავდასხმის შედეგად მინიმუმ 30,000 ორგანიზაცია დაზარალდა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ჩინეთი ელექტრონული ფოსტის პოპულარულ პლატფორმა Microsoft Exchange-ზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ პლატფორმას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კომპანია იყენებს.