მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მარეგულირებელი ANT Group-ზე ლიცენზიის გაცემას აჭიანურებს

6458e7d42a5cb
გიორგი თოლორდავა
08.05.23 16:43
655
მსოფლიოს უმსხვილესი კერძო ფინტექ კომპანია მორიგი გამოწვევის წინაშეა - ჩინეთის ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ჯეკ მას მიერ დაფუძნებულ Ant Group-ზე ლიცენზიის გაცემის პროცესს აჭიანურებს.

ფინტექ კომპანია მარეგულირებლისგან საფინანსო ორგანიზაციად რეგისტრირებისათვის საჭირო ლიცენზიას ითხოვს, რომელიც Ant Group-ს ქვეყანაში უპრობლემოდ ოპერირების საშუალებას მისცემს. განაცხადის შეტანიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული, თუმცა ლიცენზიის გაცემას მარეგულირებელი ისევ აჭიანურებს. კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, ზემოხსენებული ქმედება პირდაპირ კავშირშია ჯეკ მასთან და ეს ჩინური კომუნისტური მთავრობის შურისძიების ნაწილია.
 
აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე ფინტექ კომპანიებს მსგავსი ლიცენზია არ სჭირდებოდათ, თუმცა ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მთავრობის მიდგომა ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართ რადიკალურად შეიცვალა და გამკაცრდა.

ახლა უკვე Ant Group-ი ვალდებულია საფინანსო ჰოლდინგის ლიცენზია მიიღოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ფინტექ პლატფორმას ბანკების მსგავსი მკაცრი რეგულაციების და წესების დაცვა მოუწევს.

ცნობისთვის, Ant Group-ის საკუთრებაშია ჩინეთის მასშტაბით ყველაზე პოპულარული საგადახდო პლატფორმა Alipay, რომელსაც 1.4 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები