მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩიპების წარმოების განვითარებისთვის ჩინეთი $40 მილიარდს გამოყოფს

ჩიპები

ჩინეთის ხელისუფლება ახალი სახელმწიფო ფონდის დაფუძნებას გეგმავს, რომლის მიზანი ქვეყანაში ნახევარგამტარებისა და ჩიპების წარმოების ხელშეწყობა იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ფონდის მოცულობა 40 მილიარდ დოლარს აღწევს, თანხის უდიდესი ნაწილი კი სუბსიდიებსა და გრანტებზე გადანაწილდება.

პროგრამა მოიცავს როგორც საწარმოო პროცესის დაფინანსებას, ასევე ნახევარგამტარების მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას და კვლევითი ხარჯების (R&D) გაზრდას.

მოგეხსენებათ, ნახევარგამტარებს ჩინეთის მთავრობა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ინდუსტრიად მიიჩნევს, ამიტომაც მის განვითარებაზე სახელმწიფო რესურსებს არ იშურებს.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნახევარგამტარების სფერო აშშ-ის მთავრობის მიერ ყველაზე მკაცრად რეგულირებული და სანქცირებული ინდუსტრიაა. ამერიკულ კომპანიებს აკრძალული აქვთ ჩინეთისთვის მძლავრი კომპიუტერული ჩიპების მიწოდება და ამ სფეროში მომსახურების გაწევა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები