მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირინა” 2021 წელს ახალი მაღაზიების გახსნას გეგმავს

5fe9b645eabca
ლიკა გურაბანიძე
31.12.20 09:00
954
“ჩირინას” დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, კომპანია მალე ქათმის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას დაიწყებს, რომლის დასრულებაც ერთ წელში იგეგმება. გარდა ამისა, ბიზნესმენს 2021 წლიდან გეგმაში აქვს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მაღაზიების გახსნა.

“სართიჭალაში სამაცივრე მეურნეობა, უკვე დავასრულეთ და ახლა ქათმის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას ვიწყებთ, რომელშიც 25 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება და ის ერთ წელში დასრულდება.

ეს პროექტი ქათმის ხორცის წარმოებას წელიწადში 20 ათას ტონამდე გაზრდის, რაც ამჟამად, დაახლოებით, 12 ათასი ტონაა. ახალი საწარმოს ამუშავების შემდეგ, კომპანიას საშუალება ექნება იმპორტის ნაწილი ადგილობრივი პროდუქციით ჩაანაცვლოს.
ასევე, ვგეგმავთ ლამაზი და კომფორტული მაღაზიების გახსნას, სადაც ჩვენ მიერ წარმოებულ ყველა სახის პროდუქციასთან ერთად, ვაშლიც იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები