მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჭრელი აბანო და სპას” ტურისტული გეგმები

BM.GE
28.12.21 11:34
820
“სიცოცხლის განმავლობაში თბილისის აბანოებზე საოცარი რამ არ მინახავსო“ – ამბობდა ”ჭრელ აბანოში“ სტუმრობით აღფრთოვანებული ალექსანდრე პუშკინი. მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრჯერ გადააკეთეს, გაარემონტეს, მაგრამ დღესაც შენარჩუნებულია “პუშკინის ნომერი”, “დიუმას ნომერი”, მალე დასრულდება ერეკლე მეორეს აბანოს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც სრულად თანამედროვე ელემენტებითა და ტექნოლოგიებით იქნება წარმოდგებილი. ამ გზით კი, ჭრელი აბანო ცდილობს წარმოაჩინოს სიძველისა და თანამედროვეობის სინთეზი. როგორც "ჭრელი აბანოს“ მომსახურე პერსონალი ამბობს, აქ ხშირი იყო პოლიტიკური დისკუსიები, ალბათ, ამიტომაც არ დაირღვა ტრადიცია 2005 წელს და სტუმრად ჩამოსულმა ჯორჯ ბუშმა მისივე სახელობის ქუჩის გავლით პირდაპირ აბანოთუბანში ამოჰყო თავი. საინტერესოა რა ეტაპზეა დღეს ჭრელი აბანო, რა ტიპის პროექტებზე მუშაობენ და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლიდან?

სტუმარი: ჯაბა მამაცაშვილი - "ჭრელი აბანო და სპა", აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები