მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩუღურეთის რაიონში 15 მისამართზე წყალარინების ქსელი შეიცვალა

5d9ee72ee89cb
BM.GE
10.10.19 12:05
777

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მე-3 კვარტალში, 15 მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ეტაპობრივად ყველა მისამართი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.



„მე-3 კვარტალში 15 ლოკაციაზე წყალარინების ქსელი მოწესრიგდა. აღნიშნულ მისამართებზე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, წყალარინების ქსელი ათწლეულებია არ შეცვლილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა, ხოლო ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი თანხა მოსახლეობამ საერთო სარგებლობის პროექტებს მოახმარა.ჩვენ წლის ბოლომდე, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მსგავს პროექტებს კიდევ განვახორციელებთ“, -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.



პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიებმა შეასრულეს და ბიუჯეტმა 153 000 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები