საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ ჩოლეტს ტელეფონით ესაუბრა.
ჩოლეტი სატელეფონო საუბარს Twitter-ის საშუალებით ეხმაურება:
„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის წინასწარგანზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, საქართველოს მიმდინარე ოკუპაციაზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად", - წერს ის.