მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს განვითარებაზე ორიენტირებულ ქართველ ახალგაზრდებს” - გეგი ქელბაქიანი

637b580951359
BM.GE
21.11.22 14:50
555
Globalize-ის კონფერენციაზე, რომელიც ლონდონში, 18 ნოემბერს გაიმართა, ქართული სამშენებლო კომპანია “რეფორმას” დამფუძნებელმა, გეგი ქელბაქიანმა პანელური დისკუსიისას აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

"“რეფორმა” ყოველთვის იქნება იქ, სადაც არის დასავლეთი და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც მუდმივ განვითარებაზე ფიქრობენ, აქვთ იდეები და საქართველოს მსოფლიოს აცნობენ. ბრიტანეთში მე შევხვდი სტარტაპერებს და ექსპორტიორებს, რომლებიც ამბობენ თავის სიტყვას იმ მიმართულებაში, რომელშიც ისინი ოპერირებენ. ეს იქნება მომავლის ტექნოლოგიები, ინოვაციები, NFT კოლექციების შექმნა თუ სხვა. მნიშვნელოვანია, კერძო ბიზნესი იყოს ჩართული იმ ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაში, რომლებიც არ ჯერდებიან სირთულეებს და საქართველო გააქვთ მსოფლიო ბაზარზე", - ამბობს გეგი ქელბაქიანი.

ცნობისთვის, “Globalize”-ის მორიგი კონფერენცია ლონდონში გაიმართა. სან-ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართველი სტარტაპერები და ექსპორტიორები ლონდონში შეიკრიბნენ. ქართველ სტარტაპერებს საშუალება მიეცათ საკუთარი ინოვაცია ინვესტორების წინაშე ფიჩინგის მეშვეობით წარედგინათ, ხოლო ექსპორტიორების პროდუქტები და სერვისები საგამოფენო სივრცეში გამოიფინა, იმისთვის, რომ ლონდონის კონფერენციაზე მისულ აუდიტორიას წარმოდგენა შეჰქმნოდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესახებ და დაესახათ სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები