მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი კომპანია ექსპორტიორია და ლარის გამყარების გამო, თანხებს ვკარგავთ - ბიზნესმენი

642c1066c81a2
თელარა გელანტია
04.04.23 23:53
2956
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, ლარის კურსი კიდევ თუ გამყარდა და ₾2.4-ზე ჩამოვიდა, ექსპორტს შეაჩერებენ.

ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.



„ჩვენი კომპანია ექსპორტზე ორიენტირებულია და ლარის გამყარების გამო, თანხებს ვკარგავთ. არავის - არც ეროვნული ბანკიდან, არც სამინისტროებიდან, არ აინტერესებს ეს საკითხი... ლარი კიდევ თუ გამყარდა და ₾2.4-ზე ჩამოვიდა, ექსპორტს შევაჩერებთ, რადგან ექსპორტი მოგებიანი არ იქნება“, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ.

რაც შეეხება ლარის გამყარების მიზეზებს, ბიზნესმენმა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ნაკადი და „რუსეთიდან დიდი რაოდენობით დოლარი შემოდინება“ დაასახელა.

„ხალხი ცდილობს, გადაარჩინოს საკუთარი ფული ვალუტაში და შემოდის საქართველოში. ეს არის ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი“, - დასძინა მან.

ბიზნესის მთავარ გამოწვევებზე საუბრისას, რევაზ ვაშაკიძემ ასევე დააასახელა თანამშრომლების გადინება და აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდის მიუხედავად, გადინებას დასასრული არ აქვს.

„ჩვენთან თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ მაინც წავიდნენ, ზოგი რა მიზეზით, ზოგი - რა მიზეზით“, - თქვა მან.

ცნობისთვის: „ჩირინას“ დამფუძნებელი ერთადერთი არაა, რომელიც ლარის გამყარების ტენდენციას გამოწვევად ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები