Cryptal Georgia-სა Paybox-ის პარტნიორობით საქართველოს მასშტაბით განთავსებული სწრაფი გადახდის 500-მდე აპარატით მომხმარებლებს ნაღდი ფულით კრიპტოვალუტის შეძენა უკვე შეუძლიათ. ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში Cryptal-ის დირექტორმა, ხვიჩა კოპინაძემ ისაუბრა.
„Paybox-თან ერთად დავიწყეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას, რომ ფიზიკურად, ნაღდი ფულის გამოყენებით შეიძინონ კრიპტოვალუტა. ეს, ფაქტობრივად, საცალო მომხმარებლების ახალი სეგმენტის განვითარებას უწყობს ხელს.
თუ აქამდე კრიპტოს შეძენის პროცესი სირთულეს წარმოადგენდა - რადგან მომხმარებელთა დიდ ნაწილს არ ჰქონდა ცხადი ინფორმაცია, სად და როგორ შეიძლებოდა კრიპტოს შეძენა; ასევე, ბევრისთვის კრიპტოს შეძენა საკმაოდ რთულ და ტექნოლოგიურად კომპლექსურ პროცესთან ასოცირდებოდა - იქამდე არსებული მცდარი წარმოდგენებისა თუ ზედაპირული ცოდნის გამო. და რაც მთავარია, არც ისე ბევრი ფიზიკური თუ ვირტუალური ადგილი მასობრივად ცნობილი - სადაც ადამიანებს შეეძლებათ კრიპტოს მარტივად შეძენა. სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად დავპარტნიორდით ფეიბოქსთან - რათა კრიპტო ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ და მთელი საქართველოს მასშტაბით გავაჩინეთ 500-მდე ახალი წერტილი, სადაც ადამიანებს კრიპტოვალუტის შეძენა “Vending Machine”-ის მსგავსად - სულ რამდენიმე კლიკით შეეძლებათ“ - ამბობს ხვიჩა კოპინაძე.
მისი განმარტებით, Paybox-ის აპარატების გეოგრაფიული დაფარვამ შესაძლებელი გახადა, კრიპტოვალუტების მარტივად შეძენა ხელმისაწვდომი გამხდარიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით - ყველა რეგიონსა თუ დიდ ქალაქში.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა ნაღდი ფულით კრიპტოვალუტა შეიძინოს, სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. ამისთვის:
• მომხმარებელი უთითებს პირად ნომერს პირველადი ვერიფიკაციისთვის,
• ირჩევს სასურველ კრიპტოვალუტას
• QR კოდის დასკანერებით უთითებს კრიპტო საფულის მისამართს.
სულ ესაა. კრიპტოვალუტა მომენტალურად აისახება მითითებული საფულის მისამართზე.
საფულე - აუცილებელი კომპონენტია კრიპტოვალუტის შესაძენად. შესაბამისად, მომხმარებელს, რომელსაც ჯერაც არ აქვს კრიპტო საფულე, შეუძლია მარტივად დარეგისტრირდეს Cryptal-ზე. ეს მათ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გაიმარტივონ საქმე და შეძლონ როგორც კრიპტოს შეძენა, ასევე მომენტალურად - კრიპტალის ბალანსის შევსებაც.
ამ ყველაფერზე დეტალური ინსტრუქცია კი შესაძლებელია ნახონ ყველა კრიპტო ფეიბოქსზე დატანილი QR კოდის მეშვეობით მითითებულ ლინკზე:
https://www.offers.cryptal.com/paybox
Cryptal-ის დირექტორის განმარტებით, Paybox-თან პარტნიორობა კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია.
„ჩვენი მიზანია, საქართველოში კრიპტოვალუტების ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება Paybox-თან ინტეგრაციაც. ზოგადად, ეს სერვისი, გაცილებით სპეციფიკური და თავისებური ბაზარია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის მომხმარებლების კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ეკოსისტემაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად“, - ამბობს ხვიჩა კოპინაძე.
Paybox-ის სწრაფი გადახდის აპარატებით კრიპტოვალუტის შეძენა, უკვე რამდენიმე დღეა, შესაძლებელია. ამ ეტაპზე ფეიბოქსებში ხელმისაწვდომია ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კრიპტოვალუტები - Bitcoin, Litecoin, Ethereum და Tether(USDT), თუმცა სამომავლოდ, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად - იგეგმება სხვა კრიპტოების დამატებაც.
(რ)